2024 წლის 31 მაისს, 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტის - თამთა მოწონელიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „არაინვაზიური ულტრაბგერითი ელასტოგრაფიის დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობა პაციენტებთან ღვიძლის დიფუზური დაზიანებით“
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი სოფიო კახაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დუდანა გაჩეჩილაძე
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201